Saturday, December 14, 2013

სპორტის სახეობები 6 კლასი

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
სპორტის სახეობები
სწავლების საფეხური
VI კლასი
მასწავლებლის სახელი/გვარი
მარიანა აბულაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
15
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან
მიზნები და შედეგები
აქტივობის მიზანია შეძლონ მოსწავლეებმა პრეზენტაციების დაგეგმვა და მათი გაფორმება/წარდგენა
მოიძიონ ინტერნეტიში საჭირო მასალები
მოახდინონ მოსწავლეებმა შესწავლილი საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენება სხვადასხვა საგნებში.
შეიძინონ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები
შეძლონ დამოუკიდებლად აზროვნება და საჭირო ინფორმაციის მოძიება
ეროვნული სასავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
იყენებს კლავიატურას და შემტან გამომტან მოწყობილობებს
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ისტ-ის საშუალების გამოყენებით, შინაარსთან დაკავშირებული ეროვნული რესურსების მოძიების, მათი ელექტრონულ ფორმატში დამუშავების, შექმნის, გამოცემისა და გავრცელების მიზნით
თანმიმდევრობა
აქტივობა/დრო
1 ეტაპი -გამოწვევა  (3 წთ)
პოზიტიური განწყობის შექმნის, ყურადღების კონცენტრირების, ინტერესის გაღვივებისა და მობილიზების მიზნით მასწავლებელი სვავს კითხვებს:
რომელი სპორტის სახეობები ვიცით?
რომელ გამოჩენილ სპორტსმენებს იცნობთ?
II ეტაპი_ კონსტრუირება (27 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებათ და აძლევს დავალებას: თითოეული ჯგუფი ირჩევს მისთვის სასურველ სპორტის სახეობას და აკეთებს პრეზენტაციას.
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება: მოიძიონ სურათები არჩეულ  სპორტის სახეობებზე დაახლოებით 5-7 სურათი 7 წთ .
მოიძიონ ინტერნეტში ტექსტი არჩეული სპორტის სახეობების ირგვლივ. 10წთ
ინფორმაციის სრულყოფისათვის წყვილები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს. 10 წთ
III ეტაპი - რეფლექსია (15 წთ)
მოსწავლეები აკეთებენ  პრეზენტაციას მათ მიერ არჩეულ სპორტის სახეობებზე 15 წთ
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან მათ მიერ შესრულებული პრეზენტაციის ხარისხით
საკლასო მენეჟმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
15 ცალი კომპიუტერი, პროექტორი, 6 კლასის დამხმარე სახელმძღვანელო,  ინტერნეტი

No comments:

Post a Comment