Saturday, December 14, 2013

ცხრილის ჩასმა და მისი რედაქტირება საპრეზენტაციო პროგრამაში - 6 კლასი

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილი თემა
ცხრილის ჩასმა და მისი რედაქტირება საპრეზენტაციო პროგრამაში
სწავლების საფეხური
VI კლასი
მასწავლებლის სახელი/გვარი
მარიანა აბულაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
15
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან
მიზნები და შედეგები
აქტივობის მიზანია შეძლონ მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამაში ცხრილების ჩასმა და მისი რედაქტირება.
მოიძიონ ინტერნეტიში საჭირო მასალები.
მოახდინონ მოსწავლეებმა შესწავლილი მასალის გამოყენება სხვადასხვა საგნებში.
შეიძინონ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები.
ეროვნული სასავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
იყენებს კლავიატურას და შემტან გამომტან მოწყობილობებს.
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან,
თანმიმდევრობა
აქტივობა/დრო
1 ეტაპი - გამოწვევა  (5 წთ)
პოზიტიური განწყობის შექმნის, ყურადღების კონცენტრირების, ინტერესის გაღვივებისა და მობილიზების მიზნით მასწავლებელი სვავს კითხვებს:
რა არის ცხრილი?
რისი გაკეთება შეგვიძლია ცხრილებით?
II ეტაპი_ კონსტრუირება (25 წთ)
მასწავლებელი ხსნის თუ როგორ უნდა ჩავსვათ ცხრილები საპრეზენტაციო პროგრამაში, როგორ მოვახდინოთ  ცხრილების დაფორმატება და დიზაინის შეცვლა.
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ჩასვან ცხრილი მათი სურვილისამებრ. (ვის რამდენი სვეტი და სტრიქონი უნდა)
III ეტაპი - რეფლექსია (15 წთ)
მოსწავლეები აკეთებენ  ცხრილებს.
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან მათ მიერ შესრულებული სამუშაოს  ხარისხით.
საკლასო მენეჟმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
15 ცალი კომპიუტერი,  6 კლასის დამხმარე სახელმძღვანელო.

No comments:

Post a Comment