გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ცხოველთა სამყარო
|
სწავლების საფეხური
|
VI კლასი
|
მასწავლებლის სახელი/გვარი
|
მარიანა აბულაძე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
15
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან
|
მიზნები და შედეგები
|
აქტივობის მიზანია შეძლონ მოსწავლეებმა პრეზენტაციების დაგეგმვა და მათი გაფორმება/წარდგენა
მოიძიონ ინტერნეტიში საჭირო მასალები
მოახდინონ მოსწავლეებმა შესწავლილი საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენება სხვადასხვა საგნებში.
შეიძინონ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები
შეძლონ დამოუკიდებლად აზროვნება და საჭირო ინფორმაციის მოძიება
|
ეროვნული სასავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
იყენებს კლავიატურას და შემტან გამომტან მოწყობილობებს
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ისტ-ის საშუალების გამოყენებით, შინაარსთან დაკავშირებული ეროვნული რესურსების მოძიების, მათი ელექტრონულ ფორმატში დამუშავების, შექმნის, გამოცემისა და გავრცელების მიზნით
|
თანმიმდევრობა
აქტივობა/დრო
|
1 ეტაპი -გამოწვევა (3 წთ)
პოზიტიური განწყობის შექმნის, ყურადღების კონცენტრირების, ინტერესის გაღვივებისა და მობილიზების მიზნით მასწავლებელი სვავს კითხვებს:
რომელი ცხოველები ვიცით?
რომელია შინაური ცხოველი? რომელია მტაცებელი ცხოველი?
II ეტაპი_ კონსტრუირება (27 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებათ და აძლევს დავალებას: თითოეული ჯგუფი ირჩევს მისთვის სასურველ ცხოველთა სახეობას და აკეთებს პრეზენტაციას.
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება: მოიძიონ სურათები არჩეულ ცხოველებზე დაახლოებით 10 სურათი 7 წთ .
მოიძიონ ინტერნეტში ტექსტი არჩეულ ცხოველთა სახეობების ირგვლივ. 10წთ
ინფორმაციის სრულყოფისათვის წყვილები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს. 10 წთ
III ეტაპი - რეფლექსია (15 წთ)
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას მათ მიერ არჩეულ ცხოველებზე 15 წთ
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან მათ მიერ შესრულებული პრეზენტაციის ხარისხით
|
საკლასო მენეჟმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
|
15 ცალი კომპიუტერი, პროექტორი, 6 კლასის დამხმარე სახელმძღვანელო, ინტერნეტი
|