Tuesday, November 20, 2018

ანიმაციები საპრეზენტაციო პროგრამაში - 6 კლასი


გაკვეთილის გეგმა

1
გაკვეთილის თემა
ანიმაციები საპრეზენტაციო პროგრამაში
2
საგანი/ინტეგრირებული საგნები
ი.ს.ტ
3
მასწავლებლის/ მასწავლებლების სახელი, გვარი
მარიანა აბულაძე
4
სწავლების საფეხური/ კლასი
დაწყებითი საფეხური/ მე-6 კლასი
5
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე
6
სტანდარტთან შესაბამისობა
ის ტექნ.VI.1

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

7
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლემ შეძლოს საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდებისა და სლაიდებზე არსებული  ობიექტებისათვის ანიმაციის დადება
8
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
საპრეზენტაციო დოკუმენტის გახსნა/შენახვა, ახალი სლაიდის არჩევა, სლაიდების კოპირება, ამოჭრა და ჩასმა, ტექსტისა და სურათების დადება სლაიდებზე.
9
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ)

A ფაზა (10 წთ)

მოსწავლეებს უსმევ შეკითხვებს წინა მასალის გასამტკიცებლად და ახალ მასალაზე გადასასვლელად:

  1.  როგორ ავირჩიოთ ახალი სლაიდი?
  2.  როგორ შევიყვანოთ ტექსტი სლაიდზე?
  3. როგორ ჩავსვათ სურათი სლაიდში?
  4. როგორ დავაკოპიროთ სლაიდი?
  5. როგორ ჩავსვათ დაკოპირებული სლაიდი?
  6.  როგორ წავშალოთ სლაიდი?
  7. როგორ ფიქრობთ რა არის ანიმაცია?
  8.  რაში შეიძლება გამოვიყენოთ ანიმაცია საპრეზენტაციო პროგრამაში?



B ფაზა (10 წთ)

მოსწავლეებს ვაჩვენებ როგორ შეიძლება ანიმაციის დადება სლაიდებზე? როგორ დავადოთ ეფექტები (მოძრაობა, ანიმაცია) ტექსტს და სურათს, როგორ წავშალოთ ან შევცვალოთ არასასურველი ანიმაცია სლაიდებისთვის, როგორ გავაკეთოთ მოძრაობის ეფექტები ტექსტებსა და სურათებზე, როგორ წავშალოთ ან შევცვალოთ მოძრაობის ანიმაცია (ეფექტი) ტექსტსა და სურათზე.


C ფაზა (20 წთ)

  • მოსწავლეებს ვთხოვ შექმნან  პრეზენტაცია თემაზე „მსოფლიოს ღირშესანიშნაობები“, პრეზენტაციის შესაქმნელად აირჩიონ მსოფლიოს  5 ქვეყანა და ამ ქვეყნის ღირშესანიშნაობები (მაგ: საფრანგეთი - ეიფელის კოშკი, იტალია -პიზას კოშკი, საბერძნეთი - კოლიზეუმი, ესპანეთი - ღვთისმშობლის ტაძარი, საქართველო - ქართლის დედა). ერთ სლაიდზე მოათავსონ  ერთი ქვეყნის ერთი ღირშესანიშნაობის ინფრომაცია თანდართული სურათი
  •  სლაიდებს დაადონ ანიმაცია
  • სლაიდებზე არსებულ ტექსტებსა და სურათებს დაადონ ეფექტები.


შეჯამება და შეფასება (3 წთ)


10
საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ)
A ფაზა (10 წთ) - გამოწვევა
B ფაზა (10 წთ) - ახალი მასალის ახსნა
C ფაზა (20 წთ) - პრაქტიკული სამუშაო
შეჯამება და შეფასება (3 წთ)

11
შეფასება და თვითშეფასება
თუ მოსწავლეები შეძლებენ ანიმაციის დადებას სლაიდებსა და სლაიდებზე არსებულ ობიექტებზე (ტექსტი, სურათი) ე.ი მიზანი მიღწეულია.

მოსწავლეები შეფასდებიან როგორც განმსაზღვრელი ასევე განმავითარებელი  შეფასებით
12
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი, დაფა, ცარცი, საკლასო რვეული




ტექსტური რედაქტორი Word - 6 კლასი



გაკვეთილის გეგმა

1
გაკვეთილის თემა
ტექსტური რედაქტორი -Word
2
საგანი/ინტეგრირებული საგნები
ი.ს.ტ
3
მასწავლებლის/ მასწავლებლების სახელი, გვარი
მარიანა აბულაძე
4
სწავლების საფეხური/ კლასი
დაწყებითი საფეხური/ მე-6  კლასი
5
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე
6
სტანდარტთან შესაბამისობა

ის ტექნ VI.1   

7
სასწავლო მიზნები
პროგრამა Word 2007-ის გამოყენებით მე-5 კლასში შესწავლილი ბრძანებების გახსენება, კომპიუტერთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარება
8
მოსწავლეთა წინარე ცოდნა

9
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ)
  
A ფაზა (10 წთ) - გამოწვევა

გაკვეთილს ვიწყებ მე-5 კლასში შესწავლილი მასალის გამეორებით

  1. ვსვამ რამოდენიმე კითხვას:
  2. რა მიზანს ემსახურება ისტ-ის შესწავლა?
  3.  რა დანიშნულება აქვს ტექსტურ რედაქტორის?
  4.  ვის შეუძლია ჩამოთვალოს რა ბრძანებები შევისწავლეთ მე-5 კლასში როცა გავდიოდით ამ პროგრამას?


B  ფაზა (10 წთ) - ახალი მასალის ახსნა

მოსწავლეებს ვახსენებ (თან ვაჩვენებ) წინა წელს რა ბრძანებები გაიარეს ტექსტურ რედაქტორში

1.      როგორ ხდება ტექსტის აკრეფა  (სიტყვებს შორის ადგილის გამოსატოვებლად,  რომელ ღილაკს ვხმარობთ, სასვენი ნიშნები, ახალი აბზაცის დაწყება)
2.      ტექსტის მონიშვნის მარტივი წესები
3.      მეხსიერების ბუფერი (ამოჭრა, კოპირება, ჩასმა)
4.      ტექსტის დაფორმატება (ფონტის შეცვლა, ფონტის ზომის შეცვლა, გაფერადება, ტექსტის უკან ფონის დადება)
5.      ფიგურებისა და სურათების ჩასმის რამოდენიმე ხერხი
6. ფურცლის ფერის შეცვლა


C  ფაზა (20 წთ) - პრაქტიკული დავალება

მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას სახელმძღვანელოდან, დამოუკიდებლად გააკეთონ გვერდი 15-ზე მოცემული დავალება "დედამიწა"

შეჯამება და შეფასება (3 წთ)


10
შედეგი
მოსწავლეები გაიხსენებენ წინა წელს შესწავლილი ტექსტური დოკუმენტის ბრძანებებს.

11
შეფასება და თვითშეფასება

მოსწავლეები შეფასდებიან  განმავითარებელი შეფასებით

12
სასწავლო რესურსები

სახელმძღვანელო, რვეული, კომპიუტერი, დაფა, ცარცი,